Loading...

სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის, ახლახან გავრცელდა მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი რომ­ლის თა­ნახ­მად

გერმანიის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს, ყვე­ლა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ო­ნალს გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩას­ვლა და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა შე­ეძ­ლე­ბა.სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფროსის იან ბით­ნერ­ის განცხადებით, გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს, სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ, გერ­მა­ნი­ის სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე და­საქმდნენ და მათი რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლი არ არის.მათვე ინფორმაციით გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბა მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მზა­რე­უ­ლებ­სა და სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არი­ან.
„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნო, რომ ვინც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბას მო­ინ­დო­მებს, მას თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბა მო­უ­წევს. მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ, სა­მუ­შაო ფორ­მა­ლუ­რი დიპ­ლო­მის გა­რე­შე მო­ი­ძი­ონ. ახლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ კონ­კრე­ტულ პრო­ცე­დუ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, მზა­რე­უ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­მუ­შაო უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ყვე­ლას არ ეხე­ბა, არა­მედ ეს არის მათ­თვის, ვინც ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და მათ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში უნდა იყოს მო­თხოვ­ნა. მათ ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეთ კონ­კრე­ტუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ელ­ჩო­დან სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ უვი­ზო რე­ჟი­მი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საა“, – გა­ნა­ცხა­და იან ბით­ნერ­მა.
გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, გარ­და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტმა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის­თვის გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც მი­ი­ღო.
„გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ფე­დე­რა­ლურ მი­წა­ზე ქარ­თველ­თა კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დე­ბი ნამ­დვი­ლად ქმნიდ­ნენ პრობ­ლე­მებს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენ შე­ვამ­ცი­რეთ თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვის პრო­ცე­დუ­რის ვადა და უფრო სწრა­ფად ხდე­ბა ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, გავ­ზარ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­ად­მი­სი­ის რა­ო­დე­ნო­ბა. 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იძუ­ლე­ბით 1085 პირი და­ვაბ­რუ­ნეთ.
დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში პირს გერ­მა­ნი­ა­ში მი­ნი­მუმ 5 წლის ვა­დით შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბა. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში კი ეს ვადა 10 წლამ­დე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. გარ­და იმ 1085 პი­რი­სა, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ი­დან იძუ­ლე­ბით იყ­ვნენ დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, არი­ან პი­რე­ბი, რო­მელ­თაც გა­ნა­ცხად­ზე ეთ­ქვათ უარი და მათ გერ­მა­ნია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვეს“, – აღნიშნა იან ბით­ნერ­მა.
ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­სუ­ლი წლის და­სა­წყის­ში ასე­თი გა­ნა­ცხა­დე­ბის რი­ცხვი გა­სამ­მაგ­და. ეს იყო მი­უ­ღე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უვი­ზო რე­ჟიმს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნი­და.
ამა­სო­ბა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში ასე­თი გა­ნა­ცხა­დე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო, მაგ­რამ ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაც ჯერ კი­დევ დი­დია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლებს ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აქვთ შან­სი, გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღონ. ყო­ვე­ლი ასე­თი საქ­მე იწ­ვევს უაზ­რო ხარ­ჯებს და ხში­რად უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.
გა­სულ წელს, ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში, როცა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იყო, უვი­ზო რე­ჟი­მი საფრ­თხის ქვეშ დად­გა, რად­გან გერ­მა­ნი­ის­თვის უკვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, რომ ხალ­ხს უვი­ზო რე­ჟი­მი ამ მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. მა­შინ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვი­წყეთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად თა­ნამ­შრომ­ლობს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ეს რი­ცხვი შემ­ცირ­და.
ამ წლის იან­ვარ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვმა ისევ იმა­ტა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, შან­სი იმი­სა, რომ ვინ­მე ამ გა­ნა­ცხად­ზე თან­ხმო­ბას მი­ი­ღებს, თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია. ვინც 2018 წელს ითხოვ­და თავ­შე­სა­ფარს, მათ­გან თან­ხმო­ბა მხო­ლოდ 0,2%-მა მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ცალ-ცალ­კე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მე მო­ვე­ლი, რომ წელ­საც თან­ხმო­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ისე­თი­ვე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც გა­სულ წელს“, – გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა იან ბით­ნერ­მა.
2018 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 303, ხოლო იან­ვარ­ში 534 იყო. ამას­თან, გა­სულ წელს, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ის­გან თავ­შე­საფ­რის სტა­ტუ­სი სულ 4 265-მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, სა­ი­და­ნაც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მხო­ლოდ 0,2%-მა მი­ი­ღო.
скачать dle 11.3
34 / 04 июль 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები