Loading...

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფომარცია "მივიღეთ გადაწყვეტილება...

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადდა."გასულ წელს გავაკეთეთ მიწისზედა მეტროს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იგეგმება სამგორი-ლილო, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის თბილისი დაკავშირება ქალაქ რუსთავთან.
ჩვენ უკვე კონკურსი გამოვაცხადეთ, რომ მოხდეს პროექტის წარმოდგენა და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა შემუშავდეს. მას შემდეგ რაც გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული, კომპანია წარმოადგენს პროექტს და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას.

როგორც ინფო რუსთავისთვის გახდა ცნობილი, მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩევა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, "თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოგვცემს სრულ სურათს",- განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ბაზრის კვლევაში ჩართული იყო ცნობილი კომპანიები "სისტრა" და "მოტ მაკდონალდი", რომლებსაც ევროპის წამყვანი და განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აქვთ
скачать dle 11.3
55 / 04 июль 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები