Loading...

სასიხარულო ინფორმაცია, სრულიად საქართველოსთვის, ახლახანს ვრცელდება



თანაინვესტირების ფონდი ენერგეტიკის სექტორში 850 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებს.
ფონდი ამჟამად 3 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს - „მტკვარი ჰესს“, „ონი ჰესს“, „ცხენისწყლის ჰესების კასკადს“, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და ეს ჰესები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად 2 000-ზე მეტ პერმანენტულ და დროებით სამუშაო ადგილს ქმნის.

გარდა ამისა, თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით შექმნილი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ამჟამად 19 სხვადასხვა პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ყველა ამ პროექტის გათვალისწინებით, ჯამურად 5 000-ზე მეტი დროებითი და პერმანენტული ახალი სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა.
скачать dle 11.3
78 / 04 июль 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები